VitrA Georgia-სა და თავისუფალი უნივერსიტეტის კოლაბორაციის ფარგლებში, შოურუმის სტენდების შესაქმნელად, ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის (VA[A]DS) სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. პროექტის ფარგლებში, VitrA Georgia-მ სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა ცოდნა პრაქტიკულად გამოეყენებინათ რეალურ პროექტში და შემოქმედებითი თავისუფლება ეგრძნოთ.
ინტერიერის დიზაინის მესამე კურსის სტუდენტების დავალება VitrA-ს თბილისის შოურუმისთვის სამი განსხვავებული სტენდის დაპროექტება იყო. ეს გახლდათ პირველი პრაქტიკული დავალება სტუდენტებისთვის. მათი დიზაინით შექმნილი ოთახებიდან საუკეთესოები მალე რეალურად გაცოცხლდება VitrA-ს შოურუმებში. პროექტები სტუდენტებმა მთლიანად VitrA-ს პროდუქციის საშუალებით შექმნეს. სამუშაო პროცესში სრული შემოქმედებითი თავისუფლება ჰქონდათ. სტუდენტებმა ინდივიდუალური ხელწერა ჩადეს საკუთარ ნაშრომში. ზოგისთვის შთაგონებად იქცა სახლი, სადაც ბავშვობა გაატარა, ზოგისთვის – ქალაქური ექსტერიერი, XX საუკუნის ავანგარდისტები და ა.შ. ნაშრომებზე მუშაობისას, სტუდენტებმა გულდასმით შეისწავლეს თავად VitrA-ს ბრენდი და შესაბამისად მოარგეს დიზაინი.
ნახეთ, როგორ შეიქმნა სტენდები VitrA-ს შოურუმისთვის.
[R]