როდესაც საქმე საცხოვრებელი კომპლექსის, სახლის თუ საოფისე ფართის კეთილმოწყობას ეხება, ყველა ცდილობს, მათზე სათანადოდ იზრუნოს. ამ პროცესის განუყოფელ ნაწილს კი სანტექნიკასთან დაკავშირებული ატრიბუტები წარმოადგენს — აქ საკმაოდ დიდი არჩევანია, თუმცა ძირითადი ორიენტირი ხშირად საუკეთესოს შერჩევაა. სწორედ ასეთ პროდუქციას აწარმოებს VitrA, რომელიც მსოფლიოში ამ მიმართულებით TOP 10 ბრენდში შედის. 2011 წლიდან კი მისი ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოშიც გაიხსნა, როგორც VitrA Georgia.
„ვიტრას“ ისტორია ჯერ კიდევ 1950 წელს დაიწყო, ამჟამად კი გლობალურად ოპერირებს და 15 საწარმოს ფლობს. ამასთან, უმეტესი მათგანი განთავსებულია გერმანიასა და საფრანგეთში. რა თქმა უნდა, ამის ფონზე, ქართველი მომხმარებლებისთვის დიდ უპირატესობას წარმოადგენს შესაძლებლობა, ადგილობრივ ბაზარზე შეიძინონ ცნობილი ბრენდის პროდუქცია. თანაც აღსანიშნავია, რომ „ვიტრა“ ყოველწლიურად მილიონობით კერამიკის სანიტარული ნაწარმით ამარაგებს ბაზარს — დაწყებული ფილებით, დასრულებული სველი წერტილებისა და სამზარეულოსთვის საჭირო ინვენტარით.
ცხადია, ბრენდის არსებობის ასეთი ხანგრძლივი პერიოდის უკან მძლავრი პრინციპები დგას — მისი ამოსავალი წერტილი ყოველთვის პროდუქციისა და მომსახურების უმაღლესი ხარისხია. ამის გათვალისწინებით, „ვიტრას“ წარმომადგენლები ცდილობენ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით შემოიკრიბონ ერთგული მომხმარებლები, რომლებიც ყოველ ჯერზე დაუბრუნდებიან მის შოურუმებს და ერთგვარ „ცოცხალ ინფორმაციის გამავრცელებლებად“ იქცევიან. სწორედ ამის შედეგია ის ფაქტიც, რომ VitrA-ს მომხმარებლების 64% უშალოდ მეგობრებისა და დიზაინერების რეკომენდაციების შედეგად იქცა ბრენდის ისტორიის ნაწილად.
ფორმულა მარტივია:
როგორც კი ვიტრას ხარისხსა და მომსახურებას გამოცდიან, ყველა ახლობელს ურჩევენ ამ ბრენდს
გარდა ხარისხისა, მომხმარებლებს სხვა განსაკუთრებული შეთავაზებებიც იზიდავთ: კერძოდ, „ვიტრა“ ბაზარზე უპრეცედენტო ხანგრძლივობის გარანტიებს ნერგავს — მაგალითად, ონკანებზე 7-წლიანი გარანტია აქვთ; უნიტაზებზე, ჩასაშენებელზე, ხელსაბანებზე (თითოეული კერამიკის პროდუქციაზე) კი — 10-წლიანი. კონკურენტებისგან განსხვავებით, VitrA Georgia-ში გარანტიით სარგებლობისას გაცილებით მალე ჩამოდის შესაცვლელი პროდუქცია, რადგან ვიტრას ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლები არიან საქართველოში.
მასშტაბური პროექტების ნახვა, რომლებშიც VitrA-ს პროდუქციაა გამოყენებული, ამ ბმულზე შეგიძლიათ. „ვიტრა გლობალი ყოველწლიურად თანამშრომლობს მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო დიზაინერებთან. სწორედ ამიტომ გამოირჩევა ბრენდი საერთაშორისო აღიარებითა და ჯილდოებით, რაც ვიტრას აქცევს მის სფეროში მსოფლიოს ათეულში მყოფ კომპანიად. ვიტრას საერთაშორისო ექსპერტ-დიზაინერების კოლექციებს ქართველი წარმატებული დიზაინერებიც იყენებენ ინსპირაციისთვის, რომლებიც ჩვენთან ერთად ქმნიან ქვეყნის გამორჩეულ პროექტებს“, — აღნიშნავენ VitrA Georgia-ს წარმომადგენლები.
ამასთან, ბრენდის შემრევი ონკანები 2.1 მილიონ გახსნა/დაკეტვაზე იტესტება, ბაზარზე არსებული ონკანები კი საშუალოდ მილიონზეც კი არ მოწმდება. მთლიანობაში, ხარისხი, გამძლეობა და გარანტია ის ძირითადი ინგრედიენტებია, რომლითაც ბრენდი „იკვებება“.
თანაც, კონკურენტებისგან განსხვავებით, ვიტრა ერთადერთია, რომელსაც ერთი ბრენდის ქვეშ სააბაზანოს ინვენტარისთვის საჭირო ნებისმიერ პროდუქტს იპოვით:
- უნიტაზი
- შემრევი ონკანი
- აბაზანა
- საშხაპე სისტემა
- ხელსაბანი
- აბაზანის ავეჯი
- აბაზანის აქსესუარი
- ჩასაშენებელი ავზი და ღილაკი
- ბიდე
- პისუარი
- საშხაპე შუშები
- საშხაპის ქვესადგამი
- ტრაპი
- ფიტინგები
- შშმ პირთა მოწყობილობები
ხარისხისა და მომხმარებლების ერთგულების შენარჩუნებით კი ბრენდის მიზანია, მუდმივად შეინარჩუნოს ერთ-ერთი საუკეთესოს სტატუსი, მომხმარებლების ცხოვრება კი მეტად კომფორტული გახადოს.
[R]