in

ამ ვებ-კამერით არაციფრული ნივთების გაზიარებას შეძლებთ

პანდემიამ ვიდეო კონფერენციები და ონლაინ გაკვეთილები ნორმად აქცია, თუმცა ბევრი ჩვენგანი ამ შეხვედრებისთვის მაინც არ არის მზად. ეს კი აშკარა ხდება მაშინ, როცა საქმე ფურცლებზე დაბეჭდილი ტექსტების ან სხვა არაციფრული ნივთების გაზიარებას ეხება. ამ მიზნით სასურველ დოკუმენტს პირდაპირ კამერის წინ ვათავსებთ, თუმცა ხარიხი დაბალია და, შესაძლოა, სხვამ ვერც კი შეამჩნიოს იგი… დღეს პრობლემას უკვე არც ეს წარმოადგენს, რაზეც მარტივი და ეფექტური ვებკამერის კონცეფციაც მოწმობს.

შესაძლოა, იმასაც ფიქრობდეთ, რომ ნებისმიერი ტექსტისა თუ დიაგრამის ასახვა კომპიუტერული პროგრამების საშუალებითაა შესაძლებელი, მაგრამ ეს ყველა სცენარისთვის არ მუშაობს. შესაძლოა, ისეთი შენიშვნების, სურათებისა და ნივთების ჩვენება დაგჭირდეთ, რომელიც საერთოდ არ არის ციფრული. 

Viu კი მარტივ დიზაინს მცირე კომპიუტერული ხედვითა და გამოთვლების მაგიით წარმოგიდგენთ. მოკლედ რომ ვთქვათ, კამერას პატარა სადგამი ახლავს, ობიექტივი ქვემოთ იხედება და ხედავს ყველაფერს, რასაც მის წინ არსებულ ზედაპირზე მოათავსებთ. ალგორითმი სურათს ისე აჩვენებს, თითქოს იგი გადაღებულია კამერიდან, რომელიც მის პირდაპირ დგას — იგი თქვენს არასწორად დადებულ დოკუმენტებს ასწორებს. ამის გამო კი ამ კონცეფციის კომერციალიზაცია ნამდვილად კარგი იდეაა…

მინიმალისტური დიზაინით Viu ნებისმიერ სივრცეს ესადაგება. მსგავსად, არც თქვენი ყურადღება გაიფანტება, თუმცა თუ მაინც რაღაც კიდევ უფრო განსაკუთრებული გსურთ, Viu-ს გამჭვირვალე დიზაინი დაგაინტერესებთ. 

ხოლო იმის გამო, რომ მისი დამზადება და აწყობა მარტივია, ვებკამერა მრავალ კომპონენტებს არ იყენებს და წარმოების ხარჯებსაც ამცირებს.

დიზაინერ ანუკი კონიაშვილის რჩეული 7 შრიფტი

როგორ ვატაროთ 4TB ინფორმაცია ჯიბით?