in

“საკუთარი ვაგინის არ უნდა გრცხვენოდეს”…

BOG
BOG

ქალური პროდუქტების რეკლამებში ხშირად ვხედავთ სირცხვილსა და დისკომფორტს, რასაც ქალები გრძნობენ საკუთარ სხეულებთან მიმართებაში. თუმცა, ჰიგიენური პროდუქტების მწარმოებელმა Libresse რეკლამის სრულიად საპირისპირო მიმართულებით წაიყვანა. “საკუთარი ვაგინის არ უნდა გრცხვენოდეს” – ნათქვამია უჩვეულო ვიდეორგოლში, სახელწოდებით Viva La Vulva. ამ პრობლემას კომპანიამ სიმღერაც კი მიუძღვნა. აღსანიშნავია, რომ რეკლამა კამპანიის #BloodNormal გაგრძელებაა, რომელმაც კანის ლომი მოიპოვა. #BloodNormal ქალურ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ამაში სამარცხვინო არაფერია. კამპანიაზე სააგენტომ AMV BBDO იმუშავა.

 

#BloodNormal

https://www.youtube.com/watch?v=lm8vCCBaeQw

UNESCO-მ ქართული ჭიდაობა არამატერიალურ მემკვიდრეობად აღიარა

“მხევლის წიგნის” გაგრძელება 2019 წელს გამოვა