ზაფხული ახლოვდება და ცივი ზამთრის შემდეგ, როგორც იქნა, ფორმაში ჩადგომის დროც მოვიდა. INTERSPORT-მა, Nike-თან თანამშრომლობით, ახალი კამპანია #RunTheSpring წამოიწყო. კამპანიის ფარგლებში, რომელზეც სააგენტო Les Gaulois-მა იმუშავა, მომხმარებელს ერთი სიმღერა აქვს, კონკრეტულად კი ვივალდის “გაზაფხულის” 5 წუთიანი რემიქსი, იმისთვის, რომ 1 კილომეტრის გარბენა მოასწოროს. პირობები არაჩვეულებრივია: სპეციალური აპლიკაცია, წამზომი, მანძილის მთვლელი და რაც მთავარია, ეს ყველაფერი გენიალური მუსიკის თანხლებით.
ყველაზე საინტერესო კი დავალების წარმატებით შესრულების შემდეგ ხდება, იმ მომხმარებლისთვის, ვინც ამოცანას თავს მოთხოვნისამებრ გაართმევს ბრენდს სიურპრიზები აქვს. ზუსტად ის დროა, გამოეწყოთ Nike-ის სპორტულ სამოსში და ვარჯიშს შეუდგეთ. მართალია, INTERSPORT-ის საჩუქრებმა შეიძლება ჩვენამდე ვერ მოაღწიოს, სამაგიეროდ, ზაფხულისთვის შესაშურ ფორმაში იქნებით.