in

Vivo-ს ახალი სმარტფონი, რომელსაც გიგანტური, მოძრავი კამერა აქვს

veon
veon

ნუ შეგეშინდება სიბნელის, აღარც გაქნეული ხელით გაფუჭებული კადრია პრობლემა. Vivo-მ თავისი ახალი ფლაგმანის – X50 Pro-ს რეკლამის ტიზერი გაავრცელა. გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს მოდელის კამერები – ტელეფოტო კამერასთან და კიდევ ორი ჩვეულებრივი ზომის ლინზასთან ერთად, X50 Pro-ს უკანა კორპუსზე კიდევ ერთი, გაცილებით დიდი ზომის კამერა გვხვდება. ეს ლინზა ბრუნავს და მისი მართვა, როგორც ვიდეოდან ვხედავთ, რობო გიმბალის (ერთგვარი შტატივის) დახმარებითაცაა შესაძლებელი. ამ ფუნქციის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მოდელის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა გამოსახულების სტაბილიზაცია შეიძლება იყოს.

სტაბილიზაციასთან დაკავშირებულ ვარაუდს კიდევ ერთი ტიზერი გვიმყარებს, რომელიც ინტერნეტში, ამ მოდელთან დაკავშირებით ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ სხვა ტიზერებში კამერები სხვაგვარადაა განლაგებული, რაც, შესაძლოა X50-ის ორ განსხვავებულ მოდელზე მიგვითითებდეს.

შემდეგ ტიზერში კი X50 Pro-ს დაბალი განათების პირობებში გადაღების შესაძლებლობაა ხაზგასმული.

ვარაუდობენ, რომ X50 Pro-ს ერთ-ერთ ლინზას Samsung-ის ახალი სენსორი – ISOCELL GN1 იქნება. X50 Pro-ს მონაცემებთან დაკავშირებულ უფრო მეტ დეტალს კი ოფიციალურად, Vivo-ს ღონისძიებიდან შევიტყობთ, რომელიც 1 ივნისსაა დაგეგმილი.

სიახლე Mymarket-ზე, მშობლებისა და ბავშვებისთვის

ჰაკათონი NASA Space Apps COVID-19 Challenge „ონლაინ“ რეჟიმში ჩატარდება