in

VIVUS.GE – თუ სანდოობას აფასებ

Online-Comunication_2Astapsთანამედროვე სამყაროში, სადაც ყველაფერი ფულზეა დამოკიდებული, ძალიან რთულია დარჩე თანხის გარეშე. მომხმარებელს „დიდი სურვილების“ დასაკმაყოფილებლად დახმარების ხელს უამრავი ბანკი უწვდის, მაგრამ რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომელსაც სჭირდება მცირე კრედიტი, სასწრაფოდ და სახლიდან გაუსვლელად? 21-ე საუკუნეში ამ პრობლემის მოგვარებაც თავისუფლადაა შესაძლებელი. ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში ძალიან პოპულარულია ე.წ. ონლაინ სესხები. ონლაინ სესხის გაცემაზე უამრავი წვრილ-წვრილი კომპანია მუშაობს, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საქართველოს ბაზარზე 2  წლის გამოცდილების მქონე VIVUS.GE არის.

VIVUS.GE საერთაშორისო საფინანსო კომპანია „4 ფინანსის“ ბრენდია. ის ონლაინ სესხს 50-650 ლარამდე გვთავაზობს. შპს „4 ფინანსი“ საქართველოს გარდა 12 ქვეყანაში მუშაობს და მსოფლიოს მასშტაბით უკვე 4 000 000-მდე მეტი სესხი აქვს გაცემული. VIVUS.GE-მ საზოგადოებას ორიგინალური და მაღალი ხარისხის რეკლამებით დაამახსოვრა თავი. მათი გმირები სხვადასხვა სიმბოლური ცხოველებია. ამ ბრენდისადმი პოზიტიურად განსაწყობად ბევრისთვის მხოლოდ ესეც იქნებოდა საკმარისი, თუმცა მოდით უფრო დეტალურად განვიხილოთ რას წარმოადგენს VIVUS.GE.

რატომ VIVUS.GE?

როდესაც მომხმარებელი სესხის აღებაზე ფიქრობს, რამდენიმე კითხვა ებადება:

  • რამდენად სანდოა ის ორგანიზაცია, რომლისგანაც იღებს სესხს?
  • რამდენად კარგ პირობებს (პროცენტს) სთავაზობს?
  • რამდენად მარტივია მისთვის კომპანიის მიერ შემოთავაზებული პირობების გაგება?
  • ადვილია თუ არა სესხის აღება?
  • რას სთავაზობს ის განსხვავებულს?

აღნიშნული ბრენდი წამყვან პოზიციაზეა ლატვიაში, ლიტვაში, პოლონეთში, ფინეთში, დანიასა და შვედეთში, შესაბამისად ამ ქვეყნებში მას ყველაზე მეტად ენდობიან. კომპანიის სერვისი სრულიად გამჭვირვალეა – ის არ შეიცავს დამატებით ხარჯებსა და ღირებულებას. VIVUS.GE ზრუნავს თავის კლიენტზე – ვებგვედზე განთავსებულია 4 ფინანსის პროფესიონალთა რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ რა შემთხვევაში უნდა ან არ უნდა ისარგებლონ მათი მომსახურებით, რა კითხვები უნდა დაუსვას მომხმარებელმა საკუთარ თავს, სანამ კრედიტის აღებას გადაწყვეტს და როგორ უნდა მოიქცეს, თუ ვერ ახერხებს სესხის დაფარვას.

VIVUS.GE-ს ვებგვერდზე შესვლისთანავე შეგხვდებათ კალკულატორი, რომელიც ავტომატურად თვლის ასაღები კრედიტის დაფარვის თარიღსა და, საჭიროების შემთხვევაში, მისი გადავადების საფასურს.

VIVUS.GE-ს კრედიტის აღებისათვის გასავლელი 5 ნაბიჯი უმარტივესია. კრედიტის აღების პროცესში გასარკვევად არ არის საჭირო გყავდეს პირადი ბანკირი. კრედიტის დამტკიცების შემთხვევაში თანხა ანგარიშზე სულ რაღაც 15 წუთში აისახება. კომპანია მომხმარებელს პირველ სესხს უპროცენტოდ სთავაზობს, ხოლო განმეორებით სესხზე კი ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი აქვს.

ყურადღების გარეშე არც ის ხალხი რჩება, რომელსაც სესხის ხელზე აღება ურჩევნია. სერვისი „აიღე ფული ხელზე“ Vivus.ge-ს სამ ფილიალში მოქმედებს: წერეთლის 140-ში მდებარე „მეგატექნიკაში“, Techno Boom-ის დიღმის ფილიალსა და ახლა უკვე სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“, ც. დადიანის#7-ში. სესხის ხელზე აღება სულ რაღაც 2 წუთშია შესაძლებელი და პროცედურაც ძალიან მარტივია. მსურველმა მხოლოდ პირადობის მომწობა უნდა წარმოადგინოს და შეავსოს განაცხადი. მეგატექნიკისა და ტექნობუმის ფილიალები მუშაობენ ყოვე დღე, შაბათ კვირის ჩათვლით, დილის 10:00სთ-დან საღამოს 19:00სთ-მდე. ქარვასლის ფილიალიც ყოველდღიურად მუშაობს, თუმცა 12 საათიან რეჟიმში (10:00სთ-10:00სთ).

2015 წლის თებერვლიდან Vivus.ge თავის ერთგულ მომხმარებელს სთავაზობს ლოიალურობის პროგრამას – მე-4 და შემდეგი სესხის აღების შემთხვევაში ყველაზე დაბალ საკომისიოს.

ლოიალურობის პროგრამა სამი დონისგან შედგება:

  • პირველი დონე – 10% ფასდაკლება
    მე-4 და მე-5 სესხის შემთხვევაში, მიიღებთ 10% ფასდაკლებას სესხის საკომისიოზე.
  • მეორე დონე – 15% ფასდაკლება
    მე-6 სესხით სარგებლობისას მიიღებთ 15% ფასდაკლებას სესხის საკომისიოზე.
  • მესამე დონე – 20% ფასდაკლება
    მე-7 და შემდგომი სესხის აღების შემთხვევაში მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას სესხის საკომისიოზე.

ფულთან დაკავშირებული საქმეების მოგვარებისას ყოველთვის უნდა ვიხელმძღვანელოთ პრინციპით „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“. თითოეულ ჩვენგანს მცირე ფულადი პრობლემების მოგვარებაში ძალიან სანდო და გამოცდილი პარტნიორი გვჭირდება. VIVUS.GE-ს პროფესიონალთა გუნდი სწორედ ეს პარტნიორია! მან წარმატებით აითვისა ის სეგმენტი, ვისაც უნდა მცირე თანხა დროის უმოკლეს მონაკვეთში.

https://www.facebook.com/vivus.ge?ref=hl

სერიალს ‘ჩემი ცოლის დაქალები’ და რუსთავი 2-ის პროექტების ვიდეოკონტენტს კომპანია ‘Digital Ads’ გაავრცელებს.

მე დავიბადე მუდმივი ბრძოლისთვის – გიგა აბულაძე