in ,

ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვის სფეროში — Viz.AI

ჯანდაცვის სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების თემაზე საუბარი აქტიურად მიმდინარეობს. ახლა კი Viz.AI მსოფლიოს 50 ყველაზე ინოვაციურ კომპანიებს შორის დასახელდა, რომელიც თავის ალგორითმებს პაციენტების სამედიცინო მონაცემების შესამოწმებლად იყენებს. მიზანი კი სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში დაავადებების სწრაფად აღმოჩენა და შესაბამისი მოქმედებაა — იქნება ეს ინსულტი თუ ფილტვის ემბოლია.

M2
M2

გასული წლის ბოლოსთვის 1500-ზე მეტმა საავადმყოფომ მიიღო Viz.AI-ის მომსახურება, რომელიც ავტომატიზებულ სამუშაო პროცესებს და საკომუნიკაციო პლატფორმას მოიცავს. როგორც მონაცემები ცხადყოფს, Viz.AI მნიშვნელოვნად ზოგავს დროს, რაც გადამწყვეტ როლს ასრულებს რიგი დაავადებების შემთხვევაში — მაგალითად, ინსულტის ან გულის შეტევის დროს.

„Viz.ai-ის დაფუძნება პაციენტმა შთაგვაგონა, რომელმაც წარმატებით გაიარა თავის ტვინის ოპერაცია და მაინც გარდაიცვალა, რადგან ოპერაცია ზედმეტად დაგვიანდა. მანქანური სწავლების მეშვეობით კი, 2016 წელს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემა შევიმუშავეთ, რათა ჯანდაცვის სფერომ გაცილებით სწრაფად და ჭკვიანურად იმუშაოს“, — ვკითხულობთ კომპანიის ვებგვერდზე.

საგულისხმოა, რომ კომპანიამ ფუნქციონირება რამდენიმე წლის წინ დაიწყო, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კი საგრძნობლად გააფართოვა სიცოცხლისთვის საშიში პრობლემების აღმოჩენა. 2023 წლის აგვისტოში FDA-მ Viz.ai-ს ახალი ალგორითმის გამოცდის უფლება მისცა.

ექსტრამ მომხმარებლებს ახალი პროდუქტი, ექსტრა ექსპრესი შესთავაზა!

პირველი ტატუ ისტორიაში „ყინულის კაცს“ ეკუთვნის