in

აი, როგორ იქცა თავგადასავლები კოქტეილების ბრენდის ვიზუალურ იდენტობად

ერთ დღესაც EME-ს სააგენტოს თამამი და თავგადასავლების მოყვარული ბრენდის იდენტობის შექმნა დაევალა. როგორც ჩანს, მის ავტოე Little Toad Creek Brewery & Distillery-ს ზუსტად ასეთად წარმოედგინა Mixed-Up Cocktail Co. — ნიუ-მექსიკოში არსებული კოქტეილების ხაზია, რომელიც სრულიად ბუნებრივი ინგრედიენტებით მზადდება და უნიკალური გემოებით გამოირჩევა.

BOG
BOG

ამგვარად, ისეთი ბრენდი უნდა შეექმნათ, რომელიც თავისუფალ ინდივიდებს დაელაპარაკებოდა, ადამიანებს, რომლებსაც ბუნება, სპონტანურობა და გართობა უყვართ, შესაბამისად, აქ ჩარჩოებს მიღმა გასვლა მთავარ ამოცანად იქცა. 

შედეგად, Mixed-Up Cocktail Co.-ს არსი რაღაც ცოცხალი, ენერგეტიკული და მხიარულია, რაც სასმლის თამამ გემოებსაც ასახავს. ბრენდის ვიზუალური ენა სპონტანურ გამოცდილებებს აერთიანებს, იქნება ეს ბარბექიუ, მთაში გასეირნება თუ დღის სანაპიროზე გატარება. 

თამამი ვიზუალების ძლიერ სთორითელინგთან და თავგადასავლების მოყვარულ სულისკვეთებასთან გაერთიანებით, Mixed-Up Cocktail Co.-მ ბაზარზეც გამორჩეული ადგილის დამკვიდრებაც შეძლო და გვითხრა, რომ ეს უბრალო სასმელი კი არა, ცხოვრების წესია. 

დანარჩენი თავად შეაფასეთ:

„თეგეტას” მულტიფუნქციურმა კომპლექსმა კორპორაციული მდგრადობის ჯილდო მიიღო

AI-თ შექმნილი ისტორიული POV ვიდეოები TikTok-ზე ახალ ტრენდად იქცა