in

„სულაკაურის გამომცემლობა“ აგრძელებს კამპანიას „ვკითხულობ ქართულს“ – ნახეთ ახალი ვიდეორგოლი

„სულაკაურის გამომცემლობა“ აგრძელებს კამპანიას „ვკითხულობ ქართულს“ – ჩვენს ლიტერატურას მსოფლიოში 42 ენაზე კითხულობენ. შეიძლება ეს აქამდეც გსმენიათ, მაგრამ ახლა ამას სხვადასხვა ეროვნების ადამიანები თავიანთ მშობლიურ ენაზე გეტყვიან.

ეს ვიდეორგოლი, კამპანიის „ვკითხულობ ქართულს“ ნაწილია, რომლის მიზანიც ქართველი ავტორებისა და ჩვენი ლიტერატურის პოპულარიზაციაა.

ჩვენი გამომცემლობა, 20 წელზე მეტია, ქართველ ავტორებთან თანამშრომლობს და მკითხველს საინტერესო, მრავალფეროვან, თანამედროვე ლიტერატურას სთავაზობს. ახალი ავტორების აღმოჩენა თუ ქართული თანამედროვე პროზის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია ჩვენი გამომცემლობის ერთ-ერთი მთავარი მისიაა.

გარდა ამისა, აქტიურად ვთანამშრომლობთ უცხოურ გამომცემლობებთან, რომ თანამედროვე ქართული ლიტერატურა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გავაცნოთ მკითხველებს. დღეს, ქართველი ავტორების ნაწარმოებები 42 ენაზეა თარგმნილი, 4 კონტინენტზე გამოიცემა და არაერთი უცხოური ლიტერატურული პრემიის ლაურეატია. მაგალითად, სულ ახლახან, ნანა ექვთიმიშვილის „მსხლების მინდორი „ბუკერის პრემიის“ 2021 წლის გრძელ სიაში, მსოფლიოს მასშტაბით 13 საუკეთესო რომანს შორის მოხვდა“.

„სულაკაურის გამომცემლობამ“ კამპანია „ვკითხულობ ქართულს“ 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყო. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი აქტივობა, რომელთა საშუალებით მკითხველი უკეთ გაიცნობს ქართველ ავტორებსა და მათ ნაწარმოებებს, შეძლებს, დაესწროს წიგნების პრეზენტაციებს, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ლიტერატურულ კონკურსსა თუ გამოწვევაში. ასევე, მოუსმინოს „ონლაინ“ ლექციებს ქართულ თანამედროვე ლიტერატურაზე.

ლექციაში ლიტერატურათმცოდნე სალომე პატარიძე აანალიზებს ქართველი მწერლისა და სცენარისტის,ზაირა არსენიშვილის (1933-2015) ნაწარმოებებს, მიმოიხილავს საბჭოთა ტერორისა და სტალინური რეპრესიების მხატვრულად ასახვის ხერხებს.

სასიხარულო ფაქტია, რომ გამომცემლობის ბოლო დროის ბესტსელერების უმეტესობა სწორედ ქართული პროზიდანაა და ამასთანავე, ლიტერატურულ ასპარეზს ქალები იპყრობენ. ზაირა არსენიშვილი, თამთა მელაშვილი, ეკატერინე ტოგონიძე, ნანა ექვთიმიშვილი, ელენე ჯაფარიძე და სხვა ქალი ავტორები ქართველმა მკითხველმა უკვე კარგად გაიცნო და შეიყვარა.

შეგახსენებთ, რომ 24 ივნისს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი იწყება, სადაც „სულაკაურის გამომცემლობა“ მკითხველებს ფასდაკლებებითა და საინტერესო აქციებით დახვდება.საფესტივალო ფასდაკლება 24-27 ივნისს „სულაკაურის გამომცემლობის“ ვებგვერდზეც იმოქმედებს – Sulakauri.ge. ფესტივალზე წარმოდგენილი წიგნების კატალოგი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

[R]

უეფა ფეხბურთელებს: შეწყვიტეთ ბოთლების გადაადგილება!

ყველა კარგი ამბავი სიყვარულზეა! – XboX-ის კამპანია