6
დეკ
2017

ჩატვირთვის ნიშანი წარსულს ჩაბარდა! – Vodafone-ის პრინტ კამპანია

6 დეკ 2017

წარმოუდგენლად გამაღიზიანებელია ინტერნეტში ვიდეოს ყურების ან ნებისმიერი სხვა მოქმედებების დროს მოულოდნელად გამოჩენილი ჩატვირთვის ნიშანი. თუმცა, თუ ინტერნეტის სიხშირე მაღალია, მსგავსი გამაღიზიანებელი ფაქტორების თავიდან აცილებაც მარტივად არის შესაძლებელი. თუ, მაგალითად, კომპანია Vodafone-ის ახალი სარეკლამო პრინტ კამპანიით ვიმსჯელებთ, ის მომხმარებელს სწორედ მსგავს სერვისებს სთავაზობს. პოსტერები, რომლებიც ბრენდისთვის სააგენტო JWT-მ მოამზადა ჩატვირთვის ნიშანს მუზეუმის კედელზე სხვა ექსპონატებთან ერთად, საპატიო ჩარჩოში სვამს და ამით თავისი ინტერნეტის მაღალ სიხშირესა, თუ სიმძლავრეს უსვამს ხაზს.

BOG PLUS

განხილვა