რაგბის მსოფლიო თასის სამზადისში Vodafone-იც ჩაერთო, როგორც ირლანდიის გუნდის მთავარი სპონსორი. ვინაიდან ბრენდი ამაყობს თავის შესაძლებლობით, უზრუნველყოს კავშირები, რომლებზე დაყრდნობაც ყოველთვის შეუძლიათ მომხმარებლებს, უახლესი რეკლამის სიუჟეტიც ამ ნარატივს დაუკავშირა.
უფრო კონკრეტულად, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისთვის შექმნილი ვიდეორგოლი ერთ-ერთ ოჯახურ ღირებულებას ეყრდნობა — საიმედოობას. მთავარი მწვრთნელის, ენდი ფარელის ხელმძღვანელობითა და მხარდაჭერით, რაგბის ამ გუნდმა ერთმანეთზე დაყრდნობა ისწავლა, როგორც ეს ოჯახში ხდება. ბრენდმა კი მთავარი ორიენტირი იმ წარსულზე აიღო, როდესაც 1980-იან წლებში ფარელმა თანაგუნდელების აღქმა ოჯახის წევრებივით დაიწყო, შემდეგ კი ეს ეთოსი იქცა მისი ხედვის პრინციპად.
ვიდეორგოლზე ოსკარის ლაურეატმა, რეჟისორმა ტომ ჰუპერმა პროდიუსერულ კომპანია Smuggler-თან ერთად იმუშავა.