კარგად ნაცნობი ექიმი ჯონ უოტსონი Vodafone-ის ახალ სარეკლამო ვიდეორგოლში უჩვეულოდ გაღიზიანებულია. ბრენდის ვიდეო, სპეციალურად როუმინგის ხელმისაწვდომი ტარიფების რეკლამირებისთვის, სააგენტო Ogilvy & Mather-მა შექმნა და მასში მონაწილეობას, BBC One-ის სერიალის “შერლოკის” ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი იღებს. ამჯერად, მარტინ ფრიმანმა ქორწილში მოწვეული მავნე სტუმრის როლი მოირგო. ცერემონიაზე მოსახვედრად დიდი ხარჯებით უკმაყოფილო სტუმარი კიდევ უფრო ბრაზდება იმ ფაქტზე, რომ წყვილის პირველი ცეკვის ვიდეო ინტერნეტში რომ ატვირთონ, როუმინგის საშუალებით, ძვირი დაუჯდებათ.