in

რომ არა Vodafone, მარტინ ფრიმანი სერიოზულ უსიამოვნებაში გაეხვეოდა!

საბედნიეროდ, თანამედროვე ტექნოლოგიები უკვე ძალიან მარტივად გვაძლევენ კონტაქტის საშუალებას. თუმცა, მიუხედავად განვითარებული ტექნოლოგიისა, მაინც არის შემთხვევები, როდესაც სმარტფონი მუშაობს, მაგრამ მობილური ოპერატორი – არა. კომპანია Vodafone, რომელიც შეძლებისდაგვარად ცდილობს თავისი ქსელი ყველგან ხელმისაწვდომი გახადოს, ახალ სახალისო სარეკლამო ვიდეორგოლს გვთავაზობს, თავისი ფავორიტი მსახიობის, მარტინ ფრიმანის მონაწილეობით. მარტინი, რომელიც კომპანიის რგოლების უმეტესობაში გამაღიზიანებელ პერსონაჟს განასახიერებს, ამჯერად, მიწისქვეშა ავტოსადგომზე გაუგებრობის მსხვერპლი აღმოჩნდა და რომ არა გულისხმიერი ქალბატონი, ალბათ დიდ შარშიც გაეხვეოდა. კომპანიისთვის რგოლის შექმნაზე სააგენტო Ogilvy & Mather-მა იზრუნა.

 

როგორ ვაკონტროლოთ ძრავის ხმა, მეზობლები რომ არ შეწუხდნენ? – Ford Mustang-ის საინტერესო ფუნქცია 

ისტორია უკვე ისტორიაა! ახალსა და უნიკალურს კი უსაინ ბოლტი ქმნის! – Gatorade-ის ვიდეორგოლი