ის, რომ მობილური ოპერატორი ყველგან კარგად იჭერდეს, მომხმარებლისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი საკითხია. თუმცა, ხშირად არის მომენტები, როდესაც სმარტფონზე შემოსული ზარი ან შეტყობინება, ხელისშემშლელი და ამასთან, გამაღიზიანებელიცაა. მაგალითად, ისეთ დროს, როდესაც ბუნების რაიმე საოცარ მოვლენას დაინახავ, მაშინვე მისი სურათზე აღბეჭდვა გინდება, ამ დროს კი, ვიღაც რეკავს და კადრიც იკარგება. სწორედ ამ მიმართულებით გადაწყვიტა Vodafone-მა თავისი ქსელის რეკლამირება და სააგენტო Y&R-თან ერთად საინტერესო, ორიგინალური პრინტ კამპანიაც შექმნა.