in ,

საშიში დემოკრატია – რუსული ბრენდინგ სააგენტო საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ

რუსულმა ბრენდინგ სტუდიო STUDIOIN-მა არყის Democracy-ის დემოკრატიული ბრენდინგი შექმნა. დიზიანერების ხედვით დემოკრატია ბომბს ჰგავს და არყის ბოთლს ბომბის ფორმა მისცეს.

ლოგიკა, რომელიც აღარავის აღარ უკვირს: სიკეთე – ძალაა, მშვიდობიანი მოლაპარაკება – დაშინება , დემოკრატია – ბომბი. ბომბის ფორმის ბოთლი სპეციალური ჩანთით იყიდება, წითელი ღილაკი, რომელსაც ბომბი მოქმედებაში მოჰყავს არყის ჭიქებია.

პროექტის ავტორები დემოკრატიული ბომბის აქტუალურობაზე აკეთებენ აქცენტს და ნამუშევრით რევოლუციების შესახებ თავის პოზიციას აფიქსირებენ.

არცერთი რევოლუცია არც “ვარდების”, არც “ნარინჯისფერი”, არც “ყავისფერი” არცერთი მოგებული ომი არ ღირს ადამიანის სიცოცხლედ. დემოკრატიის ნიღაბი ბევრ პოლიტიკოსს უკეთია, ადამიანს კი მხოლოდ მშვიდობა უნდა –  STUDIOIN-ის კრეატორები.

წიგნის ყველა მკითხველს აქვს ორმაგი ცხოვრება

ფიტნეს ცენტრის სახალისო კამპანია – ადამიანები, რომლებიც წონას მალავენ