in

Vogue-ის ჟურნალი ბრაილის შრიფტით — გამომცემლობა ინკლუზიურობაზე ზრუნავს

ბრიტანულმა ჟურნალმა Vogue ბრაილის შრიფტით დაწერილი ნომერი გამოუშვა, რათა ინკლუზიურობა წაეხალისებინა. როგორც თავად ამბობენ, ეს არის დინამიკური, გაბედული და განსხვავებული ნაბიჯი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ვოგი ნამდვილად მიისწრაფვის ინკლუზიურობისკენ, რასაც აღნიშნული გამოცემის თემატიკაც ამტკიცებს. კერძოდ, მის ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 19 ადამიანი მოხვდა, რომელთათვისაც ეს მხოლოდ სიტყვებია და არა რაიმე „განაჩენი“ — ისინი წარმატებული ხელოვანები, დიზაინერები, სპორტსმენები და სხვა სფეროების წარმომადგენლები არიან.

„ისტორიაში პირველად, სიხარულით გიზიარებთ, რომ ჟურნალი უკვე ბრაილის შრიფტითაც ხელმისაწვდომია. სწორედ მასზე მუშაობის პროცესში გავაცნობიერეთ, რომ ყველზე მნიშვნელოვანი და ხელშესახები ხანგრძლივი ცვლილებებია“, — აცხადებს ბრიტანული Vogue-ის მთავარი რედაქტორი, ედვარდ ენინფალი.

რა თქმა უნდა, ინიციატივას დიდი გამოხმაურება და დადებითი შეფასებები მოჰყვა. საზოგადოება იმასაც კი იმედოვნებს, რომ სხვა ცნობილი გამომცემლებიც გაიზიარებენ აღნიშნული ნაბიჯის მნიშვნელობას და თავადაც იზრუნებენ უსინათლოებისთვის მსგავსი სერვისის მიწოდებაზე. „მნიშვნელობა არ აქვს აუდიტორიას… სარედაქციო კულტურა სწორად უნდა იყოს ფორმატირებული. ბრაილის შრიფტით მკითხველებს კი ისევე აინტერესებთ ესთეტიკა, როგორც ნებისმიერ სხვას“, — დასძენს ედვარდი.

გარდა ბეჭდურისა, მაისის გამოცემა ხელმისაწვდომია ონლაინ, აუდიო ფორმატში. დიდ ბრიტანეთში უსინათლოებად დარეგისტრირებული პირები კი ჟურნალს უფასოდ მიიღებენ, ხოლო საზღვარგარეთ მაცხოვრებლებს მხოლოდ მიწოდების საფასურის გადახდა მოუწევთ.

Google-მა AI აპლიკაცია, რომელიც ტექსტს მუსიკად გარდაქმნის, საჯაროდ გამოუშვა!

Skoda Kodiaq-ისა და Superb-ის ახალი თაობები არქტიკულ წრეში გამოცადეს