ჟურნალმა Vogue სპეციალურად Moschino, Louis Vuitton, Valentino, Ralph Lauren, Saint Laurant და Chanel-ისთვის სარეკლამო კამპანია წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც ჟურნალის მოდელები სათამაშოებად იქცნენ.
ფოტოსესიის ავტორმა ცნობილმა ფოტოგრაფმა Giampaolo Sgura-მ მოდელები ნამდვილ თოჯინებს დაამგვანა, რომლებიც ფერად ყუთში სათამაშო აქსესუარებთან ერთად იყიდებიან. ჩვეულებრივი სათამაშოებისგან განსხვავებით ყოველი ყუთი ბრენდირებული და შესაბამისი ბრენდის აქსესუარებით გაწყობილი იყო.