Vogue-ის უახლეს კამპანიაში სარა ჯესიკა პარკერი „Sex and the City“-ის ნოსტალგიურ დეტალებს აცოცხლებს, რაც სერიალის 25 წლის იუბილეს აღნიშვნას ეხება. ვიდეორგოლში მოდა და ნიუ-იორკი მთავარ ცენტრშია მოქცეული — მრავალფეროვნება და ინდივიდუალიზმი კი ყველაფრის თანმდევი მოტივია. სწორედ ეს გამოარჩევს აღნიშნულ ქალაქს, სადაც ეკლექტიკა ხასიათის განუყოფელ ნაწილად გვევლინება. ერთი ინდივიდი კი სხვადასხვაგვარ იდენტობას იძენს, რისი თავისუფლებაც სრულიად შეუზღუდავია…
„და უბრალოდ ასე… ჩვენ კვლავ კერის ქალაქში ვართ. პერსონაჟების შემადგენლობა ოდნავ განსხვავებულია, მაგრამ დნმ იგივე რჩევა, რაც სარა ჯესიკა პარკერის დამსახურებაა. გვსურს, პატივი მივაგოთ შოუს, ვარსკვლავებს, მოდას და ნიუ-იორკს, მთელი თავისი შესაძლებლობებით და იდენტობებით. ამ სერიალმა რეალობისა და ფანტაზიის მორევი იმდენად საოცრად შექმნა, რომ ექვსი სეზონისა და ორი მხატვრული ფილმის შემდეგაც მეტს ვითხოვდით“, — აღნიშნავენ Vogue-ში.












