in

Voice Of Ecommerce-სა და MY.GE-ს ერთობლივი ვებინარები გრძელდება

მეორე შეხვედრის სპიკერები არიან: „Nair • ნაირის“ თანადამფუძნებელი თემო ბაბუციძე და „ალტერსოქსის“ თანადამფუძნებელი რეზი ბესელაშვილი

Voice Of Ecommerce-სა და MY.GE-ს ერთობლივი საინფორმაციო ვებინარების სერია გრძელდება. ღონისძიების ფარგლებში, დარგის სპეციალისტები, დამწყებ ბიზნესებს და ზოგადად, ელექტრონული კომერციით დაინტერესებულ პირებს საკუთარ გამოცდილებასა გაუზიარებენ. ასევე ისაუბრებენ გლობალური ბაზრის უახლოეს და ყველაზე წარმატებულ პრაქტიკაზე, E-Commerce ინდუსტრიაში.

რიგით მეორე ვებინარის თემაა E-Commerce პრაქტიკაში. ღონისძიების სპიკერები არიან: თემო ბაბუციძე, „Nair • ნაირის“ თანადამფუძნებელი და რეზი ბესელაშვილი, „ალტერსოქსის“ თანადამფუძნებელი. ისინი ისაუბრებენ საკუთარი კომპანიების ისტორიების შესახებ – როგორ დაიწყეს და შეარჩიეს გაყიდვის არხები, საკომუნიკაციო სტრატეგია და პარტნიორები. მოყვებიან ელექტრონულ კომერციაზე გადასვლის დეტალებს და აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. ასევე, ისაუბრებენ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგანან კომპანიები, მათი დაძლევის საუკეთესო მაგალითებსა და სამომავლო გეგმებზე E-Commerce-ში.

„ელექტრონული კომერციის ასოციაცია“, იგივე Voice Of E-Commerce-სა და MY.GE-ს თანამშრომლობით შექმნილ ვებინარების სერიაში აუდიტორიას და სპიკერებს საშუალება ეძლევათ, გაანალიზონ სფეროში მიმდინარე ცვლილებები და გამოწვევები, გაუზიარონ ერთმანეთს საუკეთესო გამოცდილება და შესაძლებლობები სირთულეების დასაძლევად თუ ახალი ინოვაციური სერვისების განვითარებისთვის, რაც მნიშვნელოვანია ელექტრონულ კომერციაში.

„საქართველოს E-Commerce ასოციაცია” უზრუნველყოფს ერთის მხრივ, ასოციაციის წევრი კომპანიების ინტერესის დაცვას და კრიზისულ პერიოდში რეგულაციებთან ადაპტირებას, ხოლო მეორეს მხრივ, მიზნად ისახავს E-commerce ინდუსტრიის განვითარებას საინფორმაციო – საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზებით.

MY.GE, 2.2 მილიონი ვიზიტორით, ყველაზე საჭირო ადგილია ქართულ ინტერნეტში, რომელიც 10 ვებგვერდს აერთიანებს.

„მრავალწლიანი გამოცდილებით და იმ ცოდნით, რაც წლების განმავლობაში დაგვიგროვდა, ჩვენ ვავითარებთ არამხოლოდ ჩვენი პლატფორმებს, არამედ ვეხმარებით ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საქმიანობის გამარტივებაში და ვართ ყოველთვის იქ, სადაც ეს ჩვენს მომხმარებელს ყველაზე მეტად სჭირდება,“- ამბობენ MY.GE-ში.

ვებინარის შესახებ დეტალები შეგიძლიათ, იხილოთ სპეციალურ ბმულზე.

 

[R]

ცეცხლი აინთო! წარმოგიდგენთ ბიონსესა და Adidas-ის კოლაბორაციას

ნახეთ: ველოსიპედის ბორბლებს მხერხავი პირები ანაცვლებს