in

Voice Of Ecommerce და MY.GE ერთობლივ საინფორმაციო ვებინარებს იწყებენ

Voice Of Ecommerce-სა და MY.GE-ს ერთობლივი საინფორმაციო ვებინარების სერია იწყება.  ღონისძიების ფარგლებში, დარგის სპეციალისტები, დამწყებ ბიზნესებს და ზოგადად, ელექტრონული კომერციით დაინტერესებულ პირებს, გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებასა და გლობალური ბაზრის უახლოეს და ყველაზე წარმატებულ პრაქტიკას E-commerce ბიზნესში.

ვებინარზე სპიკერები ისაუბრებენ E-commerce-სთვის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე როგორიცაა: E-commerce ბიზნეს მოდელები, გაყიდვები, მარკეტინგი, ფეიმენთები, სასაწყობე და ლოგისტიკური გადაწყვეტილებები. მსმენელები გაეცნობიან „ონლაინ“ გაყიდვების შემდგომ პროცედურებს, სასაწყობე მარაგების მართვასა და მომხმარებლამდე პროდუქციის მიწოდების შესაძლებლობებს, თავად მომხმარებლებთან ურთიერთობას, დაბრუნების პოლიტიკასა და სხვა ბევრს სხვა საინტერესო თემას.

„Voice Of Ecommerce წარმოადგენს საქართველოს E-commerce ასოციაციის „ონლაინ“ პლატფორმას, რომლის ფარგლებშიც მოცემული სფეროთი დაინტერესებულ პირებს საშუალება ეძლევათ, გაცვალონ აზრი, მოახდინონ კოორდინაცია ფორსმაჟორულ ვითარებაში და გამოხატონ საკუთარი შეხედულებები დარგში აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. საქართველოს E-commerce ასოციაცია უზრუნველყოფს ერთი მხრივ, ასოციაციის წევრი კომპანიების ინტერესის დაცვას სახელმწიფო რეგულაციებისგან, ხოლო მეორე მხრივ, მიზნად ისახავს E-commerce ინდუსტრიის განვითარებას საინფორმაციო – საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზებით.

MY.GE-სა და E-commerce ასოციაციის საერთო ვებინარების მიზანია, უახლესი E-commerce ტრენდების გაცნობა დაინტერესებული აუდიტორიისათვის და მათი ინტეგრირება ადგილობრივ ბაზარზე, – ამბობს თამარ გოგოლაშვილი, ელ. კომერციის ასოციაციის „ვოის ოფ იქომერს“ პრეზიდენტი.

„MY.GE-სთვის, როგორც პირველი ქართული E-commerce პლატფორმისთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული სფეროს განვითარება. ჩვენ, მუდამ მზად ვართ, დავეხმაროთ, როგორც დიდ, ისე დამწყებ ბიზნესებს გაციფრულებაში, რათა უფრო სწრაფი, მოქნილი და მყიდველზე ორიენტირებული სერვისი შესთავაზოს მომხმარებლებს“, – ამბობენ MY.GE-ში.

 

[R]

როგორ დავუბრუნდეთ ჩვეულ სამსახურეობრივ ცხოვრებას ლოკდაუნის შემდეგ? – კვლევა ვუჰანიდან

ეგზოპლანეტიდან მიღებული რადიოსიხშირე – ახალი აღმოჩენების სათავე