in

ინტელექტს არ აქვს სქესი! – UNDP Georgia-ს ვიდეორგოლი

გენდერულ სტერეოპტიპებზე ყოველდღიურად სულ უფრო მეტს ვსაუბრობთ. ინტელექტს სქესი არ აქვს და ქართველ ნიჭიერ, შემოქმედებით ქალებს დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ საერთო საქმეში. ამის მიუხედავად, ქალები ძალიან მცირე დოზით არიან წარმოდგენილები, მაგალითად, ტექნოლოგიების სფეროში, თვითმმართველობაში, პოლიტიკაში, ეკონომიკაში… მათი ანაზღაურებაც ბევრად ნაკლებია მამაკაცთა საშუალო ანაზღაურებაზე. ქართველი პოლიტიკოსი, აქტივისტი, ფილოსოფოსი, მკვლევარი, არტისტი, სპორტსმენი – ექვსი ქართველი ქალი საუბრობს გენდერული თანასწორობის გამოწვევებზე. მათი ვიდეო მიმართვით გაიხსნა 2019 წლის 29 ოქტომბერს ჟენევაში გამართული რეგიონული შეხვედრა, სადაც 56 ქვეყნის წარმომადგენლებმა გენდერული თანასწორობის სფეროში რეგიონში მიღწეული პროგრესი და გამოწვევები განიხილეს.

BOG

ნაყოფიერი მუშაობისთვის მთელი დღე ერთსა და იმავე მუსიკას უსმინე

„ჩვენ ადამიანებს ადამიანურად ვეპყრობით“ – ავიაკომპანიის რეკლამის მეტაფორული გადაწყვეტა