in

Digitalvoice.ge – პლატფორმა, რომელიც ხმების შერჩევასა და აუდიორგოლის შექმნას ამარტივებს

ფილმების, ვიდეო თუ აუდიო რგოლების გახმოვანება, არც ისე მარტივი საქმეა – „კარგი ხმის“ ძებნაში, როგორც წესი, დიდი დრო იკარგება. იპოვი და შემდეგ, თანამშრომლობის პირობებზე გიწევს შეთანხმება. ბოლოს კი ტექნიკური უზრუნველყოფაა საჭირო, რომელიც კიდევ ცალკე რთული ამბავია. დღეს Digital Voice-ზე გიამბობთ. როგორც თავად გვიყვებიან, ამ სფეროში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ და მათი გუნდის შექმნილი პროდუქტი პირდაპირ ხარისხთან ასოცირდება. ფილმებისა და სერიალების გახმოვანება, „ვოისოვერი“, სარეკლამო ხმის ჩაწერა, ვიდეოების, რეკლამების, აუდიო წიგნებისა და ქოლ-ცენტრის გახმოვანება – ეს ის სერვისებია, რომელსაც კომპანია, მომხმარებლებს, სთავაზობს.

„პროცესი მარტივია – შედიხართ ვებგვერდზე, ირჩევთ სასურველ ხმას, ტვირთავთ გასახმოვანებელ ტექსტს, ჩვენ კი 60 წუთში და პუნქტუალურად გიგზავნით „ვოისოვერს“, რომელიც ერგება თქვენს სურვილებსა და საჭიროებებს“.

ყველაფერი 2019 წელს დაიწყო, როცა Digital Voice, „აჭარანეტის“ გახმოვანების ბაზაზე შეიქმნა. ხმები, რომელსაც აქ მოისმენთ, ყველასათვის ძალიან ნაცნობია. პლატფორმის პარტნიორები კი მსხვილი კომპანიები არიან.

„წლების განმავლობაში, სხვადასხვა მსხვილ კომპანიასთან თანამშრომლობით, ძალიან დიდი გამოცდილება დავაგროვეთ – დღეს, ჩვენ მიერ შექმნილი პროდუქტი ხარისხის გარანტია, პროფესიონალი გახმოვანების მსახიობებითა და ხმის რეჟისორებით. ამ გზაზე, აღმოვაჩინეთ, რომ  ჩვენი პარტნიორებისთვის ყველაზე რთული სასურველი ხმის შერჩევა იყო. ამიტომ, ამ რთული პროცესის გამარტივების გზების ძიება დავიწყეთ. ძიება-ძიებაში ერთ იდეამდე მივედით და აი, ისიც – Digitalvoice.ge – პლატფორმა, რომელიც ამარტივებს ხმების შერჩევისა და სასურველი აუდიორგოლის შექმნის პროცესს“. 

 

[R]

„ოვერდრაფტი“ FlexFund – სწრაფი ფინანსური მხარდაჭერა

რა არჩევანი აქვთ ინვესტორებს? – აქციების ტიპები საფონდო ბირჟაზე