VOL ჭკვიანი საყელოა, რომლის დახმარებითაც საუბარს როცა გინდათ, სადაც გინდათ და როგორც გინდათ, ისე მოახერხებთ… იგი პირადი სივრცის გაძლიერებაში, საკუთარი თავისთვის კომფორტის შექმნასა და ცივ ამინდში სითბოს შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ეს იმ ადამიანებსაც გამოადგებათ, რომლებიც სტრესით იტანჯებიან. როგორც ამბობენ, საყელოს შექმნისას შთაგონება სახის ნიღბებიც კი შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან პანდემიის გამო სახის ნაწილის დაფარვა ახალ ნორმად იქცა.
„ჩვენ არ ვქმნით ახალ რუტინას, მაგრამ ვიყენებთ უკვე ჩამოყალიბებულ ჩვევას. სახის ნაწილობრივი დაფარვა პირადი სივრცის განცდას ბადებს, ადამიანს საუბარი და სახის გამომეტყველების მიღება თავისუფლად, გარშემო მყოფებზე ფიქრის გარეშე, შეუძლია, რაც სტრესის შემსუბუქებასაც უწყობს ხელს“, — განმარტავს მარია რუბინა, ჭკვიანი საყელოს დიზაინერი.

მაღალი ხარისხის მასალისგან დამზადებული საყელო ბარიერს ქმნის, რომელიც მომხმარებლის ხმის უმეტეს ნაწილს შთანთქავს. მასში ჩაშენებული ტექნოლოგიით კი ტელეფონთან დაკავშირება ბევრად მარტივი ხდება. გამოდის, პირად საუბრებს საჯარო სივრცეშიც მოახერხებთ…

საყელო ოთხი ნაწილისგან შედგება — მიკროფონი, დინამიკი, პოლიესტერის ბოჭკოების მქონე მასალა, რომელიც ხმას შთანთქავს და საკონტროლო ცენტრი, რაც ტელეფონთან დაკავშირებას და ხმის რეგულირებას უზრუნველყოფს. მისი დახმარებით, ხმის შემცირება 12 დეციბელამდეა შესაძლებელი. გამოდის, თუ ადამიანი თქვენგან სამი ფუტის დაშორებით იქნება, ის თქვენს ხმას ვერ გაიგებს. მაგრამ მიკროფონის გამოყენება ხმის გაძლიერებაში დაგეხმარებათ. მეტიც, თუ პირადი ემოციების გამოხატვა გჭირდებათ, ხმის ბოლომდე დაწევასაც მოახერხებთ…
მობილურ აპლიკაციასთან დაკავშირება კი Vol-ს მომხმარებლის ხმის ტონის გაზომვის საშუალებას აძლევს, რათა მის განწყობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას დააკვირდეს.
















