Volkswagen ყოველთვის სანდოობის სინონიმად მოიაზრებოდა თავისივე გერმანული ინჟინერიით და იმ ფასად, რომელსაც ჩვეულებრივი მოქალაქეებიც გასწვდებოდნენ. თუმცა B2B ბაზარზე მზარდი კონკურენციაა, რაც იმას ნიშნავს, რომ Volkswagen-საც მოუწევს რაღაცის გაკეთება გამორჩეული ადგილის დასამკვიდრებლად. ზუსტად ამიტომ, Twenty-ს სტუდიასთან ერთად, ბრენდის ახალი პლატფორმა შემოგვთავაზეს — Always On a Roll აუდიტორიას შეახსენებს, რომ მცირე ბიზნესის მფლობელთათვის Volkswagen-ის კომერციული მანქანები იდეალური არჩევანია.
ინსაითსაც მარტივად მიაგნეს — მცირე ბიზნესის მფლობელები ხშირად განიცდიან შეფერხებებს და მრავალი რისკის წინაშეც დგებიან არაპროგნოზირებადი გართულებების გამო… ახლა კი Volkswagen-მა ორი პატარა ფილმი შემოგვთავაზა ერთი მარტივი გზავნილით — არ აქვს მნიშვნელობა, რა ბიზნესში ხართ, ყველამ ვიცით სანდო მანქანის მნიშვნელობა. ამისთვის მეტად გაბედული, შემოქმედებითი და სასაცილო კადრები გაგვიზიარეს.
არ აქვს მნიშვნელობაო, რომ გვეუბნებიან, ამას მართლა გულისხმობენ, რადგან პირველ ფილმში Volkswagen განგსტერების საიმედო მეგზურს წარმოადგენს:
მეორეში კი მებაღეების: