Super Bowl-ის რეკლამების რიცხვს არც Volkswagen of America გამოკლებია. ბაზარზე არსებობის 75 წლის აღსანიშნავად, თამაშის მესამე მეოთხედის დაწყებამდე ეკრანებზე American Love Story გამოჩნდა.
შექმნილი მრავალწლიან კრეატიულ და სარეკლამო სააგენტოსთან, Johannes Leonardo-სთან, პარტნიორობით შექმნილი კამპანია ნოსტალგიური ხასიათის მატარებელია. ყველაფერი პირველი მანქანების შემოსვლით იწყება, მეტსახელად „ხოჭო“ — ჰოლანდიელი ბიზნესმენის, ბენ პონის მიერ 1949 იმპორტირებული მოდელით. ისტორიული და ახალი კადრების შერწყმა ბრენდის მნიშვნელოვან როლს ასახვას ამერიკის ყველაზე ცნობილ კულტურულ მომენტებში — იქნება ეს The Simpsons და Star Wars თუ ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობა, როგორებიცაა Disney, Pixar, Marvel, Star Wars და National Geographic.
ვიდეორგოლზე ემის ჯილდოს მფლობელი რეჟისორი, ლენს აკორდი მუშაობდა. მან საუნდტრეკად 1971 წლის ჰიტი „I Am… I Said“ აირჩია, რადგან სიმბოლურად კუთვნილების გრძნობას და ირგვლივ არსებული სამყაროს შესწავლას უკავშირდება.
„ამ მოკლემეტრაჟიანი ფილმით არა მხოლოდ ვზეიმობთ ჩვენს ისტორიას, არამედ ინოვაციებისა და მდგრადი განვითარების მომავალს მივყვებით. მადლობა ამერიკას, რომ ჩვენი ისტორიის ნაწილია — ვიმედოვნებთ, აქ ბრენდისადმი სიყვარულს მეტად გავაღვივებთ“, — ამბობენ ბრენდის წარმომადგენლები.