in

მსოფლიო ავტობაზრის ლიდერად Volkswagen დასახელდა

ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Volkswagen მსოფლიო ავტობაზარზე ლიდერი უკვე მესამედ გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბლუმბერგი ავრცელებს. 2016 წელს აღნიშნულ კომპანიას პირველობა Toyota-მ გადაულოცა და მას შემდეგ იგი ტრადიციას არ არღვევს. 2017 წელთან შედარებით 2018 წელს Toyota-ს გაყიდვების რაოდენობა 2%-ით გაიზარდა და ჯამში 10.6 მილიონი მანქანა შეადგინა, თუმცა, Volkswagen-ს ვერ აჯობა, რომლის გაყიდვების რაოდენობაც 0.7%-ით გაიზარდა 2018 წელს და ჯამში, 10.8 მილიონი მანქანა გაყიდა.

BOG
BOG

მეორე ადგილზე გავიდა Renault-Nissan-Mitsubishi-ს ალიანსი, რომლის გაყიდვებიც 1,4%-ით გაიზარდა და, საბოლოო ჯამში, 10,76 მილიონი მანქანა შეადგინა. მესამე ადგილს კი 10.6 მილიონი მანქანით Toyota იკავებს.

Apple ლაზერული 3D კამერის გამოშვებას გეგმავს

ანიტა რაჭველიშვილი წლის საუკეთესო სოლო ალბომის ნომინაციაზე წარადგინეს