in

“ხოჭო”, როგორც მინიბაიკი – ფოლკსვაგენ ბითლის ტრანსპორმაცია

ერთი შეხედვით უცნაური ვიზუალი აქვს, თუმცა, როგორც კი შეხედავთ, მაშინვე იცნობთ, საიდან უნდა მოდიოდეს მისი წარმომავლობა.. ამჯერად საუბარი Volkspod-ზე გვაქვს, მინიბაიკზე, რომელიც ფოლკსვაგენ ბითლის, ე.წ “ხოჭოს” მოტივებზე შეიქმნა. მინიბაიკის ვიზუალი დიზაინერ Brent Walter-ის შექმნილია.

bog
bog-mob

მომრგვალებული, “ხოჭოსთვის” დამახასიათებელი ფორმები, მრგვალი ფარები და, რაც მთავარია, ორი პასტელური ფერი – სალათისფერი და ცისფერი. 2003 წელს ფოლკსვაგენ ბითლის პირველი მოდელები სწორედ ამ ფერებში გამოვიდა. ვინტაჟური მინიბაიკები ერთგვარად ციკლოპებს შეგვიძლია, შევადაროთ. საინტერესოა, საზოგადოების აზრი მინიბაიკების შესახებ, თუმცა, ალბათ “ხოჭოს” მოყვარულებს ისინი ნამდვილად მოეწონებათ.

“2018 წელს მუშაობა 3 თანამშრომლით დავიწყეთ და წელი 1000 თანამშრომლით დავხურეთ” – Evolution Gaming

თბილისში MIT-ის გლობალური სტარტაპ ლაბი იმუშავებს