6
Sep
2019

Volkswagen ძველ, კლასიკურ მანქანებსა და ავტობუსებს ელექტრომობილებად აქცევს

6 Sep 2019

რამდენიმე დღის წინ, Volkswagen-მა განაცხადა, რომ კლასიკურ „ხოჭო“ მანქანებს ელექტრომობილებად აქცევს. „ელექტროხოჭო გააერთიანებს ჩვენი კლასიკური მანქანის შარმს და მომავლის გადაადგილების საჭიროებებს“, – აცხადებს ტომას შმალი, Volkswagen-ის საბჭოს წევრი. პრეს-რელიზის მიხედვით, კომპანია ცვლილებას 14 ლითიუმის ბატარეის მოდელის გამოყენებით გეგმავს, რომლის ჩაყენების შემდეგ, კონკრეტულად, „ხოჭოს“ მოდელს, ერთ დამუხტვაზე 200 კილომეტრის გავლის შესაძლებლობა ექნება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 150 კილომეტრი საათში იქნება.

კომპანიის თქმით, ისინი „ხოჭოს“ მოდელზე გაჩერებას არ აპირებენ და სამომავლოდ, Volkswagen-ის ავტობუსების ძველ მოდელებზე და მეტიც, Porsche 356-ის გაელექტრომობილებაზეც იმუშავებენ.

განხილვა