ეკოლოგიასა და გარემოზე, სამრეწველო კომპანიებმა რომ აქტიურად უნდა იზრუნონ და მაქსიმალურად შეამცირონ წარმოების პროცესში მიყენებული ზიანი, როგორც ჩანს თავადაც კარგად ესმით. ამის მაგალითია Volkswagen, რომელსაც საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს – ბრენდი გარემოს დამცველებსა და მომხმარებლებს, 2050 წლისთვის ნახშირბად – ნეიტრალურ მობილობას ჰპირდება. ანუ ეს არის პროცესი, როდესაც კომპანია, ყველაფერს აკეთებს, რომ გამოყოფილი საზიანო ნივთიერების ოდენობა დააბალანსოს, საპირწონე აქტივობებით, ბუნებისთვის მიყენებული ზიანი სხვა საშუალებებით აღმოფხვრას.
ბრენდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს უბრალო დაპირება არ არის და დასახული მიზნისკენ საკმაოდ თავდაჯერებულად მიდიან – მაგალითად, აწარმოებენ დიდი რაოდენობით ელექტრომობილებს, Way to Zero პროგრამის ფარგლებში, მაქსიმალურად ცდილობენ, ისე „გადააწყონ“ საკუთარი ავტომობილები, რომ მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიას მოიხმარდეს, რაც შეიძლება მეტად ნახშირბად-ნეიტრალური იყოს და რაც მაინც გამოიყოფა, ის ნარჩენებიც გადაამუშაონ. სპეციალისტები ამბობენ, რომ კომპანიის ასეთი სტრატეგია მაგალითი უნდა იყოს სხვა მწარმოებლებისთვისაც.
ამ ამბიციურ გეგმებზე სასაუბროდ, ანუ მომხმარებელთან კომუნიკაციაში, Volkswagen-მა დახმარება სააგენტო DDB-ს სთხოვა. საბოლოოდ, კი ასეთი კამპანია შეიქმნა.