in

Volkswagen-მა Abbey Road-ის ალბომზე არასწორად დაპარკინგებული ხოჭო გაასწორა

ბიტლზების 1969 წლის ალბომის გარეკანზე – სადაც ჯგუფის წევრები ები-როუდზე გადადიან, უკან, თეთრი ფოლკსვაგენის ხოჭო, ალბათ, ბევრს შეგვიმჩნევია.

თუმცა, დიდი ალბათობით, არავინ დაკვირვებია იმას, რომ თეთრი მანქანა არასწორად იყო დაპარკინგებული.

ალბომის 50 წლის აღსანიშნავად, ფოლკსვაგენმა გადაწყვიტა, ალბომის გარეკანი ხელახლა შეექმნა და ამ შემთხვევაში, მანქანა სწორად დაეპარკინგებინა.
სააგენტო Nord DBB Sweden-მა განაახლა სცენა, სადაც მანქანა სწორად დგას.

განახლებული გარეკანი ონლაინ იყიდება და შემოსული თანხა შვედ ბავშვთა უფლებების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციას Bris გადაერიცხება.

Alexa-ს ახალი ფუნქციები, უსადენო ყურსასმენები და ყველა სიახლე Amazon-ის ღონისძიებიდან

ბავშვის ადგილის რუკა ავიახაზებისგან, ჩვილებთან ახლოს ჯდომა რომ ავიცილოთ