in

Volkswagen ახალ ბაზარს ითვისებს

Volkswagen, როგორც გერმანული მედია წერს, ახალი ბაზრის ათვისებას აპირებს – ავტო მწარმოებელი კომპანია პირველი ელექტრო თვითგორიას [ე.წ. სამაკატი] უშვებს. სიახლე, ბრენდის წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ 2018 წელს დააანონსეს, ახლა კი საზოგადოებას მისი კონცეპტი წარუდგინეს.

ახალი პროდუქტის წარმოებას Volkswagen ჩინურ კომპანია NIU-ს​თან ერთად იწყებს. მათ თანამშრომლობის გამოცდილება უკვე აქვთ – პირველად ერთობლივი ნამუშევრის კონცეპტი, დაახლოებით, ერთი წლის წინ წარადგინეს.

 

გამოცემა Die Welt წერს, რომ NIU ელექტრო თვითგორიების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია და ჩინეთში, საერთო ბაზრის 40% უკავია.

რაც შეეხება ახალ ელექტრო თვითგორიას, კომპანია მის ფასსა და გამოსვლის ზუსტ თარიღს უახლოეს მომავალში დაასახელებს.

Facebook-ზე HaHa რეაქციის გამოყენების სიხშირით საქართველო ტოპ 50 ქვეყანაშია

„ყოფილებს ეყვარები“, „ბრენდები მოგბაძავენ…“ – სამსახურის მაძიებლის დაპირებები, სამუშაოს სანაცვლოდ