სულ მცირე ერთი ოჯახის წევრი მაინც გვყავს ყველას ისეთი, რომლისთვის რაიმეს დავალებას ან თხოვნას აზრი არ აქვს, კი ესმის, რასაც ეუბნებით, მაგრამ რეალურად არ ისმენს… და ეს უკვე Volkswagen-შიც იციან. ამიტომ, წყვილის ისტორიას გვიზიარებენ, ცოლ-ქმრის, რომელთაგანაც ჯორჯი ზემოთ ხსენებულ როლს ირგებს. თუმცა აქვეა სრულად ელექტრო ID.4-იც:
დიახ, Hello ID-ის რეგულირებადი ხმოვანი ასისტენტით გვაჩვენეს, თუ რა კარგია ისეთი ოჯახის წევრის ყოლა, რომელიც გვისმენს და Hello George-ით დაწყებულ თხოვნასაც ავტომატურად პასუხობს…
Volkswagen-ის კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო Johannes Leonardo-მ იმუშავა.