ლოგოს განახლებასთან ერთად, Volkswagen-მა თავისი პირველი ელექტორმობილი წარადგინა. როგორც კომპანიაში ამბობენ, ახალი მოდელი ID.3 მოდულურ ელექტრო სისტემაზე მუშაობს. მანქანა უკვე იხილეს ფრანკფურტში, სპეციალური გამოფენის სტუმრებმა.
https://www.youtube.com/watch?v=E5ocTRMj4xs
ახალი Volkswagen, ბრენდის პოპულარული მოდელის VW Golf-ის მიხედვითაა აწყობილი. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ეს მსოფლიოში CO2 ნეიტრალური პირველი ელექტრომობილია. მისი აკუმულატორის მაქსიმალური დიაპაზონი 340 მილია (დაახლოებით, 550 კმ).
World premiere at the #IAA19: #Volkswagen presents the ID.3! #eMobility
[ID.3: This vehicle is not yet for sale in Europe.] pic.twitter.com/OQmt8Gr7zk
— Volkswagen News (@volkswagen) September 9, 2019
გამოცემა Mashable-ის ინფორმაციით, Volkswagen-ის პირველი ელექტრომობილი 2020 წლიდან გაიყიდება და გერმანიაში $36 390 ეღირება.