2
Sep
2019

Volkswagen-ს ახალი ლოგო აქვს

2 Sep 2019

Volkswagen-მა ლოგოს განახლებაზე, ჯერ კიდევ, გასული წლიდან დაიწყო საუბარი. გადაწყვეტილება 2015 წლის დროინდელ სკანდალს მოყვა, როცა ბრენდი ავტომობილის ემისიასთან დაკავშირებულ ტყუილში ამხილეს. რებრენდინგის გადაწყვეტილებიდან მალევე, ვოლკსვაგენმა 40-ზე მეტ გლობალურ სააგენტოსთან გაწყვიტა კავშირი და ბრენდის საკომუნიკაციო სტრატეგიის დასაგეგმად, მხოლოდ სამი შეინარჩუნა. გამოცემა Autoweek-ის ინფორმაციით, ახალი ლოგო მზადაა და ავტომობილებს ფრანკფურტის ავტოშოუზე დაამშვენებს. 2000 წელს შექმნილი სამგანზომილებიანი სიმბოლოს ნაცვლად, ვოლკსვაგენის ახალი ლოგო ორგანზომილებიანია და შავ-თეთრშია გადაწყვეტილი. როგორც განმარტავენ, ფერთა ეს პალიტრა ომგამოვლილ ეპოქას ასახავს. ლოგოში უფრო თხელი ასოებია გამოყენებული, ხოლო წრე, წინასთან შედარებით, სქელია.

ნახეთ, როგორ ვითარდებოდა ავტომწარმოებლის ლოგო 1937 წლიდან დღემდე.

განხილვა