დავამატოთ ჩვენს ყოველდღიურობას მხიარული ფერები, გავხალისდეთ და უფრო ნათელ ფერებში ვიცხოვროთ, – Volkswagen-მა ინსპირაცია მომხმარებლისგან მიიღო. ვარდისფერი ხოჭო #PinkBeetle უკვე 2017 წლიდან გამოვა, თუმცა, ის უკვე წარმოგვიდგინეს ამ მხიარული ვიდეორგოლით.
წარმოიდგინეთ, მიდიხართ ქუჩაში და ყველა ასაკის ადამიანი ვარდისფერშია გამოწყობილი, მათი რიცხვი სულ მატულობს და ბოლოს ჩნდება ვარდისფერი Volkswagen Beetle. ამ სანახაობის მნახველები აღფრთოვანებით ადევნებენ თვალყურს ვარდისფერ ფლეშმობს.
https://www.youtube.com/watch?v=vFFkh40b2gE
რა თქმა უნდა, ასეთი მინიატურული და მოხდენილი მანქანა ქალების ფავორიტია, ამიტომაც კომპანიამ გადაწყვიტა თავად მისცეს მომხმარებელს სასურველი შეფერილობის მანქანა. ვარდისფერი ხოჭო საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება, ქალბატონები ასეთ ცდუნებას ვერ გაუძლებენ.