in

მართვით განცდილი ბედნიერება

ავტომწარმოებელმა Volkswagen, ვიდეორგოლების სერია გამოუშვა. კამპანია არაბი ქალების მხარდასაჭერად შეიქმნა. შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთში, ქალებმა ავტომობილის მართვის მოწმობის აღების უფლება 2018 წლის ივნისში მიიღეს. Volkswagen-მა კამპანია მიუძღვნა მართვით განცდილ სიხარულს, ჯერ კიდევ გაუბედავად გამოხატულ უზარმაზარ ემოციას. რეკლამა არ ეხება პოლიტიკას, არამედ უფრო ცვლილებას, რომელმაც ქალებს თავისუფლების განცდა შესძინა. კამპანიაზე საკომუნიკაციო სააგენტომ Ogilvy იმუშავა.

 

 

 

 

 

 

საგადახდო ბარათებთან დაკავშირებული რისკები

სკულპტურები ფანქრის გულისგან – ალექსანდრე კობეშავიძის „ფანქArt“