ვინი ჰარლოუ 22 წლის კანადელი მოდელია რომელიც, მოდის ინდუსტრიაში თავისი სრულიად განსხვავებული ვიზუალით საკმაოდ წარმატებულად იმკვიდრებს თავს. მიუხედავად ახლანდელი წარმატებისა, ვინის ბავშვობაში გარეგნობის გამო საკმაოდ ბევრი პრობლემისა თუ დაცინვის გადატანა მოუხდა. თუმცა, თავდაჯერებულობის წყალობით, ვინი დღეს ერთ-ერთი საუკეთესო მოდელია. Volkswagen-მა სწორედ ამ თვისების გამო შეარჩია ჰარლოუ თავისი T-Roc-ის ახალი ვიდეორგოლისთვის. სამოტივაციო რეკლამაზე კი სააგენტო Vice-მ იმუშავა.
https://www.youtube.com/watch?v=itfRjQ_sATk