in

კარმენ ელექტრამ Volkswagen-ის რეკლამა ჩაშალა

საავტომობილო ბრენდმა Volkswagen-მა ახალი ვირუსული სარეკლამო რგოლი შემოგვთავაზა. მასში გერმანელი ინჟინერი ბრენდის წარმატების ფორმულას იკვლევს. მთავარ როლს, ცნობილი მსახიობი და მოდელი კარმენ ელექტრა ასრულებს.

კარმენის გარდა რეკლამაში უამრავი ლეკვები, გასაბერი ბურთები, უზარმაზარი ჰამბურგერები და  ლინკოლნის ორეულიც გვხვდება. მაგრამ ეს შეშლილობა უეცრად ქაოსში გადაიზრდება, როდესაც კარმენი საკუთარი სხეულის “საამაყო” ნაწილით ავტომობილის სიგნალიზაციას ჩართავს.

ყოველწლიურად NFL სუპერთასის (Superbowl) დროს ბრენდები ცდილობენ თავიანთი ყველაზე ძლიერი პროდუქტი წარმოადგინონ. ყველაზე მეტად ამ საქმეში  ავტო-კომპანიები ლიდერობენ. გასული წლის გამოცდილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ  ის რგოლები, რომლებიც ყველაზე მეტ რეიტინგს დააგროვებენ, რეიტინგულები რჩებიან მთელი წლის განმავლობაში.

სწორედ შარშან ასეთი რგოლი იყო Volkswagen VW Passat-ის, “The Force” მინიატურული დარტ ვეიდერით.

http://youtu.be/R55e-uHQna0

რასისტული და შეურაცხმყოფელი რეკლამა

ფილიფსი

ოქროს კვეთა და Philips-ის ფარის რედიზაინი