Volkswagen და adam&eveDDB ბრენდის ახალ პლატფორმას უშვებენ, რათა აღნიშნონ Volkswagen-ის როლი მძღოლებისა და გულშემატკივრების ცხოვრებაში. YourWagen ბრენდის სახელიდან მოდის და „ადამიანების მანქანად“ ითარგმნება. იმ სიყვარულსა და ემოციურ კავშირს იგონებს, რომელიც მძღოლებს აქვთ Volkswagen-ის მანქანის მიმართ. პლატფორმა გლობალურად ჩაეშვება და ზაფხულისთვის მასზე წვდომას ყველა მიიღებს.
ვიდეოში Volkswagen-ის მანქანის მოყვარულების რეალურ ისტორიებს გაეცნობით, იმ ადამიანების შესახებ გაიგებთ, რომლებიც Volkswagen-ის ბრენდს განსაკუთრებულად აქცევენ. მოკლედ რომ ვთქვათ, კამპანია მიზნად იმის დემონსტრირებას ისახავს, რომ — Without the Volks, there is no Wagen.
60-წამიანი სიუჟეტის მთავარი გმირი Volkswagen-ის მანქანაა, რომელიც ასევე მთავარ როლს თამაშობს ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში. შესაბამისად, 1970-იანი წლების ჰიტის Thank You for Being a Friend-ის ფონზე ოჯახის ძველ ფოტოებს ვხედავთ. აქ ნახავთ MumsWagen-ს, NansWagen-ს, SnoozeWagen-ს, WalkiesWagen-სა და HolidayWagen-ს, მანქანებს, რომლებიც ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტების ნაწილად იქცა, იქნება ეს ქორწილი თუ ოჯახური მოგზაურობები.
დაბოლოს, კვლავ გეტყვით, Volkswagen-ს სურს, გახსოვდეთ — Without the Volks, there is no Wagen.