in

მხიარული ცხენები Volkswagen–ის ვიდეორგოლში

Volkswagen–მა Tiguan–ის ახალი მოდელის რეკლამაში ცხენები გააცინა. მანქანა თანამდროვე პარკირების საუკეთესო სისტემით არის აღჭურვილი და გაუმჯობესებული ტექნოლოგიის საშუალებით, მანევრირებაც უფრო გამარტივებულია, რასაც ვიდეორგოლში წარმოდგენილ მეორე მანქანაზე ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომლის მძღოლმა იმდენი იწვალა პარკირებისას, რომ თავლაში დაბმული ცხენების დაცინვაც კი დაიმსახურა. რამდენიმეწუთიანმა უშედეგო მანევრირებამ ცხენები კიდევ უფრო გაახალისა და ახლა უკვე ბალახზე გაწოლილები ახარხარდნენ. ამის საპირისპიროდ, Volkswagen–ის მძღოლი რამდენიმე წამში მოხერხებულად “დაპარკინგდა”, რითაც მხიარული ცხენები გააჩუმა და მათი გაკვირვებაც კი დაიმსახურა.

BOG

 

https://www.youtube.com/watch?v=FdsdsJ2L49k

 

მართალია, რეალობაში მაყურებლები ცხენები ნამდვილად არ იქნებიან, მაგრან ნებისმიერ სიტუაციში შეიძლება გამოჩნდეს მხიარული ადამიანი, რომელიც გულიანად გახალისდება თქვენი პარკირების უშედეგო მცდელობაზე. ამიტომ წინასწარ დაიზღვიეთ თავი და ნუ გახდებით დაცინვის ობიექტი. მითუმეტეს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები და კარგი ავტომობილები ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა.

Ad Black Sea წარმატებით ჩატარდა – გაიგეთ, როგორ აფასებენ მას მონაწილეები!

“ძლიერი ვარ! უბრალოდ, დამიჯერე!” – ბრიტანული ბავშვთა სახლის ემოციური კამპანია