in ,

Volkswagen-ის ახალი ფუნქცია, რომელიც შორიდანვე ცნობს ძმის შეყვარებულს

თანამედროვე ავტომობილი უკვე იმდენად განვითარდა, რომ შორიდანვე ცნობს საშიშროებას და ავტომატური მუხრუჭისა თუ დისტანციის კონტროლის საშუალებით არიდებს თავს. Volkswagen-მა, რომელიც უკვე ყველა თავის ახალ ავტომობილს მსგავსი ფუნქციებით უზრუნველყოფს, სააგენტო DDB-სთან ერთად, მომხმარებლისთვის ძალიან სახალისო სარეკლამო კამპანია შექმნა. კამპანია ერთ ვიდეორგოლსა და პოსტერებს მოიცავს. რაოდენ მიმზიდველი, ჭკვიანი, ლამაზი, საყვარელი და მომხიბლავიც უნდა იყოს გოგონა, Volkswagen-ის ავტომობილმა იცის, რომ ის პატრონის ძმის შეყვარებულია და თავისი ავტომატური დისტანციის ფუნქციის საშუალებით, დისტანციას იჭერს მისგან. ძმის შეყვარებულისგან თავის დაცვის რა მოგახსენოთ, მაგრამ ქუჩებში გაუთვალისწინებელი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად, მართლაც არაჩვეულებრივი სიახლეა.

BOG
BOG

 

რა რისკებთან არის დაკავშირებული ზღვის პროდუქტების მოპოვება? – Nissan-ის ექსპერიმენტი

ჯგუფ “Aerosmith”-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის დამატებითი მატარებელი დაინიშნა