in

Volkswagen–ის სულ ახალი ავტომობილი პირდაპირ საფოსტო ყუთიდან

საფოსტო ყუთში შესაძლოა ისეთი რამ აღმოაჩინოთ, რასაც ნამდვილად არ ელით. ყოველ შემთხვევაში, დანიაში ასეთი რამ ნამდვილად მოხდა და ეს უეცარი სანახაობა, არც მეტი არც ნაკლები, Volkswagen–ის ნახელავია. Pakkeboksen–თან თანამშრომლობით, ავტომობილების მწარმოებელმა ბრენდმა, ქუჩებში განთავსებულ საფოსტო ყუთებს, სადაც ადრესატები მათ გზავნილებს იღებენ, ერთი საკმაოდ მოზრდილი განყოფილება დაუმატა, სპეციალურად Volkswagen–ის ავტომობილებისთვის. საქმე ისაა, რომ დანიის მოსახლეობას ავტომობილის ინტერნეტის საშუალებით გამოწერა და მისი 10 დღის განმავლობაში Pakkeboksen–ის დაცული ფოსტის საშუალებით მიღება შეუძლია. ამ ძალიან კომფორტული სიახლის გასავრცელებლად ბრენდმა აქტივობაც ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც ქუჩაში უბრალოდ გამვლელებმა საკუთარი თვალით იხილეს საფოსტო ყუთში მოთავსებული Volkswagen–ის ახალთახალი ავტომობილი.

 

სახალისო და გემრიელი თამაში ტკბილეულის მოყვარულებისთვის

საჩუქარი მთელი ოჯახისთვის – ბრიტანული ბრენდის ორიგინალური კონცეფცია