in

Volkswagen-ის ახალი კამპანია და ბრენდის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი

Volkswagen-მა ინოვაციური ტექნოლოგიების მხარდასაჭერად ახალი კამპანია Think New” დაიწყო .   ცოტა ხნით ადრე კი კომპანია დიზელის ძრავების ფალსიფიკაციაში დაადანაშაულეს, რის გამოც, მსოფლიოს მასშტაბით, გაყიდვებიდან 11 მილიონი მანქანის ამოღება მოუხდა.

რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში და რა არის ახალი კამპანიის მიზანი?! “მარკეტერი” საქართველოში Volkswagen -ის ოფიციალური წარმომადგენლის “იბერია ბიზნეს ჯგუფის” მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ია მოდებაძეს ესაუბარა.

M: Volkswagen -ს დიზელის ძრავების ფალსიფიკაციაში ადანაშაულებენ. 4-ცილინდრიან დიზელის ძრავებმა, ეკოლოგიური ტესტი ვერ გაიარა. მომხდარს კომპანიაში პროგრამული უზრუნველყოფის არევით ხსნიან. ამის გამო მსოფლიოს მასშტაბით Volkswagen -მა გაყიდვებიდან 11 მილიონი მანქანა ამოიღო. რა მდგომარეობაა საქართველოში?

18 სექტემბერს Volkswagen America-ს სათაო ოფისმა მიიღო შეტყობინება აშშ–ს გარემოს დაცვის სააგენტოსგან, რომ Volkswagen – ის რამოდენიმე 2.0 ლიტრიანი 4 ცილინდრიანი TDI ძრავის მქონე მოდელი არ აკმაყოფილებს გამონაბოლქვის დაწესებულ სტანდარტებს. ეს შეეხო შემდეგ მოდელებს: VW Jetta TDI (2009 – 2015 გამოშვების წლები), VW Jetta SportWagen TDI (2009-2014გამოშვების წლები), VW Golf TDI (2010-2015 გამოშვების წლები), VW Golf SportWagen TDI (2015გამოშვების წლები), VW Beetle TDI and VW Beetle Convertible TDI (2012-2015 გამოშვების წლები), VW Passat TDI (2012-2015 გამოშვების წლები). რაც შეეხება Volkswagen-ს საქართველოში, მოცემული ძრავების მქონე არცერთი ავტომობილი ცენტრიდან გაყიდული არ არის. თუმცა, თუ საქართველოს ბაზარზე არსებობენ შესაბამისი ძრავიანი მოდელების მფლობელები, ვთხოვთ, მოგვმართონ და გავაცნობთ მათ დეტალურ და უახლეს ინფორმაციას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ზემოხსენებული მოდელები სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.

volksgwagen1M: დღეს რა სიტუაციაა?

იქიდან გამომდინარე, რომ გარემოს დაცვა და სტაბილურობა არის Volkswagen -ის მთავარი სტრატეგიული მიზანი, კომპანია ამ საკითხს ძალიან სერიოზულად მიუდგა და აქტიურად ადევნებს თვალს შიდა გამოძიებას. Volkswagen-ის კონცერნი მაქსიმალურად ცდილობს იპოვოს გამოსავალი, რაც შეიძლება სწრაფად. ბრენდის მენეჯმენტი კი განუმარტავს თავის მომხმარებლებს და განსაკუთრებით იმ კონკრეტული მოდელების მფლობელებს, რომ მათი ავტომობილების მართვა არის სრულიად უსაფრთხო.

M: Volkswagen – ი მოხმარებელს სიახლესაც სთავაზობს. ეს არის კამპანია Think New.

აგვისტოს შუა რიცხვებიდან “ჩაეშვა” Volkswagen-ის ინოვაციური კამპანია ლოზუნგით „Think New“. შესაბამისად, არანაირ კავშირში არ არის დიზელის ძრავებთან დაკავშირებულ აჟიოტაჟთან. კამპანია “Think New” არის საერთაშორისო, Volkswagen-ის გლობალურ ქსელშიც და ყველა ქვეყანაში, სადაც არსებობს ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობა კამპანია იდენტურია. თუმცა, ყველა ქვეყნის წარმომადგენლობას შეუძლია ინდივიდუალურად შეარჩიოს, რომელ ინოვაციებზე გააკეთებს აქცენტს. საქართველოში Volkswagen -ის ცენტრი კამპანია “Think New“–ს ახალი ფასებით იწყებს და სთავაზობს მომხმარებელს მთელ სამოდელო რიგზე ახალ ფასებს: პოლო $14 500, ჯეტა $19 000, გოლფ VII $21 300, პასატი $24 000, ტიგუანი $25 000, ამაროკი $25 000, ფოლკსვაგენ CC $28 000.

M: ვინ იმუშავა ახალ კამპანიაზე?

კამპანია “Think New” შემუშავებულია სარეკლამო კომპანია DDB–ს გერმანიის ოფისის მიერ, რომელიც უკვე მრავალი წელია ემსახურება Volkswagen-ს.

https://www.youtube.com/watch?v=I98zazXSppw

M: რა არის ამ კამპანია Think New-ს მიზანი?  

ახალი კამპანიის მიზანია, ვაჩვენოთ მომხმარებელს თუ რა ინოვაციურ ტექნოლოგიებს ვთავაზობთ. ინოვაციებმა უნდა გააუმჯობესოს თითეული ჩვენგანის ცხოვრება. დევიზის მთავარი მიზანია მიიტანოს მომხმარებლამდე იდეა, რომ სიახლე ყოველთვის პოზიტიურია და არსებობს სიახლე რომელიც ცვლის შენს ცხოვრებას უკეთესობისკენ.  სწორად ეს სიახლე შემოაქვს თქვენს ცხოვრებაში Volkswagen -ის ახალ ავტომობილებს.

“IKEA”-მ ბავშვების ნახატების გაცოცხლება დაიწყო

East Point-ი განცხადებას ავრცელებს