in ,

Volkswagen-ის ბორბალი სმარტფონის დასატენად – მომავლის ტექნოლოგია

Volkswagen-ი მომავლიდან გვესაუბრება მანქანაზე, რომლის ტექნოლოგიაც 2016 წლისთვისაც კი საკმაოდ განვითარებულია და  რომლის შთაგონების წყაროც უშუალოდ სამყარო გახდა. VW GTE ახალი, ბუნებრივ ენერგიაზე მომუშავე მოდელია. თუ მანქანა მოძრაობს და ძრავიც აქტიურია, მაშინ ბატარეა ივსება. ამ უნიკალური ჰიბრიდული ძრავის დემონსტრირებისთვის კომპანიამ საინტერესო ტექნოლოგია მოიფიქრა.

 

 

შეიქმნა სპეციალური ბორბალი და მოწყობილობა, რომელიც Volkswagen–მა ჩვეულებრივ სასეირნო პარკში დაამონტაჟა. რატომ პარკში? იმიტომ, რომ აქ ყოველდღე უამრავ ძაღლს ასეირნებენ, უცნაური ექსპერიმენტის მთავარი გმირებიც სწორედ ეს ოთხფეხა მეგობრები აღმოჩნდნენ. ნებისმიერ მსურველს შეეძლო თავისი ძაღლი ბორბალში დაესვა, ტელეფონი კი იქვე სპეციალური კაბელით შეერთებინა. თუ ძაღლი სირბილს და ბორბლის ტრიალს დაიწყებდა, გამომუშავებული ენერგიით სმარტფონი დაიტენებოდა. მალე Volkswagen–ის ბორბალთან მსურველების დიდი რიგი დადგა, ისინი აღფრთოვანებულები იყვნენ საოცარი მოწყობილობით.

დემონსტრაციამ ძალიან კარგად ჩაიარა, GTE–ის მუშაობის პრინციპიც ყველამ კარგად გაიგო.

ქართული ანბანი ხარკოვის კედელზე – მუსია ქებურიას მხატვრობა Street Art ფესტივალზე

მანქანის გამონაბოლქვით შექმნილი Street Art – ჰაერის დაბინძურებით მიღებული ტექნოლოგია