მომენტი, როდესაც მაღაზიიდან პროდუქტებით თუ ათასი წვრილმანით დატვირთული გამოდიხარ, თან ორივე ხელი დაკავებული გაქვს და ავტომობილის საბარგულის გაღებასაც კი ვერ ახერხებ, ალბათ ბევრისთვის ნაცნობი ვითარებაა. სწორედ ეს საკმაოდ რთული მდგომარეობა წარმოგვიდგინა Volkswagen-მა თავის ახალ სარეკლამო პრინტ კამპანიაში, რომელიც ბრენდის ავტომობილების იმ გაუმჯობესებული ფუნქციის რეკლამირებისთვის შეიქმნა, რომლითაც საბარგული ავტომატურად, მარტივი ფეხის მოძრაობით იღება. კამპანიისთვის ორიგინალური პოსტერები სააგენტო DDB-მ შექმნა.

















