3
Sep
2019

დრონისებური მფრინავი ტაქსის პირველი ფრენა წარმატებით დასრულდა

3 Sep 2019

veon
veon


გერმანული კომპანია Volocopter მფრინავი ტაქსის პროტოტიპებს 2011 წლიდან ცდის, რამდენიმე დღის წინ კი მისმა ერთ-ერთმა ბოლო მოდელმა – Volocopter 2X-მა, ჰელსინკის აეროპორტში სადემონსტრაციო ფრენა შეასრულა. მფრინავ ელექტრო ტაქსის ვერტიკალურად აფრენა და დაშვება შეუძლია. საცდელმა ფრენამ წარმატებით ჩაიარა. დამტკიცდა, რომ მსგავსი ტიპის უპილოტო მფრინავ ტაქსის შეუძლია წარმატებით ინტეგრირდეს აეროპორტის საჰაერო მართვის სისტემაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ის ითვალისწინებს საჰაერო სივრცეში მოძრაობისას უსაფრთხოების წესებს.

რა თქმა უნდა, ტაქსის გამოყენების იდეა მხოლოდ აეროპორტებს არ მოიცავს. გრძელვადიან პერსპექტივაში, ელექტრო მფრინავი ტაქსებისთვის სპეციალური დასაშვები/ასაფრენი მოედნები შენობების  სახურავებზე მოეწყობა. 14 სექტემბერს, Volocoper, კიდევ ერთი საცდელი ფრენის შემდეგ, 2019 წლის ბოლომდე, სინგაპურში ერთგვარ ასაფრენ და დასაშვენ პუნქტებს – VoloPort-ებს განათავსებს. რის შემდეგაც, Volocopter 2X-ის გამოცდა უფრო აქტიურ ფაზაში შევა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია მფრინავი ტაქსის სერვისის შექმნის კუთხით.

 

განხილვა