5
Mar
2019

ლეგოს 400 000 კონსტრუქტორით აწყობილი ფოლკსვაგენი

5 Mar 2019

ლეგოს მასტერებმა “ფოლკსვაგენთან” თანამშრომლობით ფირმის ყველაზე ცნობილი მანქანა “Volkswagen Type 2” ლეგოს 400 000 კონსტრუქტორისგან ააწყეს. მათ ამისთვის 6 კვირა დასჭირდათ. აღნიშნული მოდელი პირველად გერმანიის ტურისტულ ბაზრობაზე წარადგინეს.

mBank QR
mBank QR

1950 წელს გამოშვებული მოდელის ლეგო-ანალოგი თავისუფლად უძლებს ორ მოზარდ ადამიანს. მანქანა 700 კილოგრამს იწონის. სრულიად ფუნქციონირებს მასში დამონტაჟებული სინათლეები და კარი. თუმცა, ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ ლეგოს ავტომობილს მოძრაობა არ შეუძლია – მას არ აქვს ძრავი, თუმცა, მაინც ძალიან რეალურად გამოიყურება.

განხილვა