Grave, Adagio, Vivace, Allegro… ამ შემთხვევაში აღნიშნული სახელებით არა თუ მუსიკალურ კომპოზიციებს, არამედ Volume-ის ბრენდის ღვინოებს მოვიხსენიებთ. ეს უკანასკნელი იტალიაში პოზიციონირებს, როგორც ლოკალურ პროდუქტებზე დაფუძნებული წარმოება, თუმცა მისი ხედვა ერთი კონკრეტული ქვეყნის საზღვრებს სცილდება.
ბრენდინგზე მუშაობისას, მთავარ იდეას დროის ილუსტრაციული გამოხატვა წარმოადგენდა — უფრო კონკრეტულად, მუსიკისა და თრობის სინთეზში გასული წუთების. ამიტომაც, ეტიკეტი სწორედ ხმოვანი ჩანაწერების ვიზუალურ სახეს ეფუძნება… თითქოს, თითოეული სახეობის ღვინოს უნიკალური მელოდია მიენიჭა, როგორც კონკრეტული ხასიათის გამომხატველი ნიშანი.
ეტიკეტის შექმნის პროცესი უკეთ რომ წარმოვიდგინოთ, გეომეტრიული ფორმების რედიზაინი სინუსოიდალური ხმის სიხშირის მიხედვით გააკეთეს. ამისათვის კი ოთხი კლასიკური მუსიკა დაიხმარეს.