in

პოდიუმიდან ავტომობილებში: „ვოლვო ქარსისა“ და „3.1 ფილიპ ლიმის“ კოლაბორაცია

„პოდიუმის კოლექციებიდან ავტომობილების ინტერიერამდე, ჩვენ გვაქვს საერთო პასუხისმგებლობა, ვიპოვოთ ეკოლოგიურად მდგრადი მასალების ალტერნატივა“, – ამ კონცეფციაზეა დაფუძნებული პრემიუმ ბრენდის „ვოლვოსა“ და თამამი ნაბიჯებითა თუ ინოვაციებით ცნობილი დიზაინერის ფილიპ ლიმის კოლაბორაცია. სოციალური პასუხისმგებლობით გამორჩეული ბრენდები, წარმოებაში ეკომეგობრული მასალების გამოყენების იდეამ გააერთიანა.  ასე, ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა სამგზავრო ჩანთა მათთვის, ვისთვისაც გარემოზე ზრუნვა მნიშვნელოვანია.   

„3.1 ფილიპ ლიმი“ სცდება ალტერნატიული მასალების მოპოვების საზღვრებს და თანამედროვე მოდის  ინდუსტრიაში  რევოლუციას ახდენს, წყალმცენარეებისგან დამზადებული კაბიდან დაწყებული, მაღალხარისხიანი გადამუშავებული მასალებით დამთავრებული.

დიზაინერის სამგზავრო ჩანთის ლიმიტირებული ხაზი კი შეიქმნა „ვოლვოს“ ინტერიერის ახალი ეკოლოგიურად მდგრადი მასალისგან, სახელწოდებით Nordico. კოლაბორაცია Volvo-ს იმ განაცხადს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც C40 Recharge-ით დაწყებული, ბრენდის ყველა ახალი, სრულად ელექტრო მოდელი ტყავის გარეშე, ეკომეგობრული მასალით აღიჭურვება.

Nordico „ვოლვო ქარსის“ მიერ შექმნილი ახალი, მაღალი ხარისხის ინოვაციური მასალაა, რომელსაც პირველად  ბრენდის მომავალი თაობის სრულად ელექტრო ავტომობილებში გამოიყენებენ. ეს არის ქსოვილი, რომელიც  პლასტმასის ბოთლების, შვედეთისა და ფინეთის მდგრადი ტყეების ბიო-მასალების და კორპის საცობების გადამუშავებით მზადდება. სწორედ ასეთი მასალით შეიქმნა აქსესუარი უქმეების ხანმოკლე დასვენებისათვის. ჩანთას აქვს შესანახი სივრცე, ორმაგი სახელური და სპეციალური სახელობითი ქისა.

„3.1 ფილიპ ლიმის“ თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი ფილიპ ლიმი

„3.1 ფილიპ ლიმის“ თანადამფუძნებელმა და კრეატიულმა დირექტორმა ფილიპ ლიმმა განაცხადა:

„ჩვენი ფასეულობები სრულად დაემთხვა „ვოლვოს“ მიზნებს. ახალი ეკოლოგიურად სუფთა მასალით უნდა მივაღწიოთ საუკეთესო დიზაინს, უმაღლესი ხარისხის გარანტიით“.

ამ ხედვას იზიარებს და გადაწყვეტილებებში დარწმუნებულია კომპანია „ვოლვოც“. წინ მომავლის ავტომანქანებია, ამავე შთაგონებით შექმნილი სალონით, რაც ტყავზე უარის თქმას და ეკომეგობრული უმაღლესი ხარისხის მასალების გამოყენებას გულისხმობს. „ვოლვო ქარსში“ მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს არის ახალი სტანდარტი პრემიუმ კლასის ავტომობილებში.

 

[R]

Bolt და Bolt Food, პარტნიორი მძღოლებისა და კურიერების შვილებისთვის ახალ, საგანმანათლებლო პროგრამას იწყებენ

ვახტანგ კაჭარავა „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი გახდა – რა გეგმები აქვს კომპანიის ახალ ხელმძღვანელს?